უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში დანგრეული ეკლესიების, ძეგლებისა და სკოლების გამო, UNESCO-ს წევრი აღარ უნდა იყოს. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა ამაზე მუდმივად მუშაობს.
"ამდენი ძეგლი, კულტურული და სოციალური ადგილები ევროპაში, რუსეთის გარდა არცერთ სხვა ქვეყანას არ გაუნადგურებია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის მხრიდან ყველა დამწვარი ეკლესია, აფეთქებული სკოლა, ყველა განადგურებული მემორიალი ადასტურებს, რომ რუსეთის ადგილი UNESCO-ში არ არის. რაზე უნდა ვისაუბროთ ბარბაროსულ, ტერორისტულ სახელმწიფოსთან? რომელი საარტილერიო ჭურვები ჯობია ისტორიული მემკვიდრეობის განადგურებას?
ჩვენ ველით ლოგიკურ და სამართლიან პასუხს გაეროსა და UNESCO-სგან. ეს ეს არის გაერო, რომლის წესდება ალიანსს ტერორისტებთან არ ითვალისწინებს. რუსეთის იზოლაცია უნდა იყოს სრული, მან დანაშაულებზე პასუხი უნდა აგოს",-თქვა ზელენსკიმ.