Balenciaga-ს კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია ჩვენი ფანდრაიზინგის პლატფორმის United24-ის ელჩი გახდა "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით, რათა დროებით იძულებით გადაადგილებულ პირებს დაეხმაროს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.
„BALENCIAGA-მ სპეციალური სვიტერი შექმნა პლატფორმის მხარდასაჭერად. ასეთი სვიტერების გაყიდვიდან მიღებული მოგების 100% გადაირიცხება "უკრაინის აღდგენის" მიმართულებით”,-აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„მადლობა უკრაინის მხარდაჭერისთვის!“ - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, United24 უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინიციატივაა, რომელიც უკრაინის მხარდასაჭერად საქველმოქმედო შემოწირულობებს აგროვებს.