უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის სურს პიდაპირ ესაუბრებს ჩინეთის ლდიერს, სი ძინპინთან რუსეთის თავდასხმის შესახებ, რადგან ჩინეთს აქვს ეკონომიკური ბერკეტები პუტინზე. ამის შესახებ მან South China Morning Post-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ზელენსკი ამბობს, რომ 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინამ ოფიცილურად ითხოვა ჩინეთთან საუბარი, მაგრამ ასეთი არ ყოფილა.
უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ჩინეთს შეუძლია პოლიტიკურად და ეკონომიკურად გავლენა მოახდინოს რუსეთზე, რათა მან შეწყვიტოს საომარი მოქმედებები.
"დარწმუნებული ვარ, რომ ჩინეთის ბაზრის გარეშე, რუსეთი თავს სრულად ეკონომიკურად იზოლირებულად იგრძნობს. ეს არის ის, რაც ჩინეთს შეუძლია - შეზღუდოს ვაჭრობა რუსეთთან ომის დასრულებამდე", - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დასძინა, რომ სურს, ჩინეთმა გადახედოს დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციის მიმართ.