თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სოჭში პუტინთან სასაუბროდ ჩაფრინდა, სადაც პუტინთან მოლაპარაკებებს მართავს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცლებს.
გამოცემა წერს, რომ პუტინმა მადლობა გადაუხადა თურქეთის პრეზიდენტს უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის სიტუაციის "პაკეტური გადაწყვეტისთვის", რაც მიღწეული იქნა რუსეთისა და უკრაინის მიერ სტამბოლში გაფორმებული შეთანხმებებით.
„მიწოდება უკვე დაწყებულია, მინდა მადლობა გადაგიხადოთ როგორც ამისთვის, ასევე იმისთვის, რომ ამავდროულად მიღებულ იქნა პაკეტის გადაწყვეტილება მსოფლიო ბაზრებზე რუსული საკვებისა და სასუქების უწყვეტი მიწოდების შესახებ“, - უთხრა პუტინმა ერდოღანს.
მან ასევე თქვა, რომ ევროპული ქვეყნები თურქეთის მადლიერი უნდა იყვნენ იმისთვის, რომ თურქული ნაკადი, ევროპისთვის გაზის მიწოდების ერთ-ერთი მთავარი მარშრუტი, შეუფერხებლად მუშაობს.
გარდა ამისა, რუსეთი და თურქეთი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარების შესახებ მემორანდუმის გაფორმებას გეგმავენ.
ერდოღანმა საპასუხოდ განაცხადა, რომ რუსეთი და თურქეთი ორმხრივ ურთიერთობებში ახალ გვერდს გახსნიან. გარდა ამისა, ქვეყნები ასევე განიხილავენ "აკუიუ" ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის დასრულების პროექტს.