დროებით ოკუპირებულ მარიუპოლში მწვავე ნაწლავური ინფექცია გავრცელდა,- ამის შესახებ ინფორმაციას ქალაქის მერის მრჩეველი, პეტერ ანდრიუშენკო ავრცელებს.
მისივე ცნობით, ოფიციალურად უკვე დაავადების 17 შემთხვევაა დადასტურებული.
"გასულ კვირას გამოკვლეული 23 შემთხვევიდან მწვავე ნაწლავური ინფექციის 17 შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა. დაავადებულთა ნახევარი კი ბავშვია. დამპყრობლები კი გავრცელების მიზეზად საკვების მიუთითებენ, " - განაცხადა ანდრიუშენკომ.
ცნობისთვის, ქალაქში უკვე რამდენიმე თვეა სასმელი წყლის პრობლემაა. ასევე ადგილობრივი მოსახლეობა იძულებული გახდა საცხოვრებელი ფართი ქუჩის პავილიონებში მოეწყო.
ჯერ კიდევ, ორი თვის წინ ანდრიუშჩენკომ განაცხდა, რომ მარიუპოლში სანიტარული პირობების არარსებობის გამო, ეპიდემიის პირველი ეტაპი დაიწყო. მისი თქმით, ქალაქს ქოლერა, დიზენტერია, ან სხვა ვირუსული ინფექცია ემუქრებოდა.