უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების აეროდრომის და ავიაბაზის აფეთქების ფაქტს ეხმაურება და Twitter-ზე წერს, რომ რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია.
"რუსეთის ფედერაციის დემილიტარიზაცია - გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის განუყოფელი ნაწილია. ყირიმის მომავალი არის ის, რომ იყოს შავი ზღვის მარგალიტი, ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით და მსოფლიო კურორტი. ის არ არის სამხედრო ბაზა ტერორისტებისთვის. ეს მხოლოდ დასაწყისია"- წერს მიხაილო პოდოლიაკი Twitter-ზე.