
ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერმა რამზან კადიროვმა ტელეგრამის არხზე გამოაქვეყნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც ის რუსეთის არმიის მიერ ხარკოვის ოლქში უკანდახევაზე კომენტარს აკეთებს.
კადიროვი ამბობს, რომ რუსეთის ჯარის მიერ იზიუმის, კუპიანსკსის და ბალაკლეის დატოვება არაფერს ნიშნავს და პირობას დებს, რომ ამ ქალაქებს მალე დაიბრუნებენ.
"რუსეთის სარდლობის მიერ გაკეთდა განმარტებები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ ტოვებს ისეთ ქალაქებს რუსეთის ჯარი, როგორიცაა: იზიუმი, დონეცკი, კუპიანსკი. ეს კეთდება იმის, გამო, რომ ადამიანების მსხვერპლი თავიდან იქნეს აცილებული. ეს სტრატეგიის ნაწილია და ამ ქალაქების დატოვება არაფერს ნიშნავს. მე, რამზან კადიროვი, ვაცხადებ, რომ ჩვენ ყველა ამ ქალაქს დავიბრუნებთ, მეტიც ოდესამდეც ჩავალთ. ჩეჩნეთიდან სპეციალურად მომზადებული დანაყოფი უკვე გაემგზავრა და დამატებით ათიათასობით კიდევ წავა.
ჩეჩნეთიდან რუსეთის დაშლის სურვილი იყო, შემდეგ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან, ასევე იყო მცდელობა სირიიდან განეხორციელებინათ ჩვენი ქვეყნის დაშლა, მაგრამ ყოველ ჯერზე გავიმარჯვეთ. ასე მოხდება უკრაინაშიც. აქვთ მცდელობა უკრაინიდან მოხდეს რუსეთის დაშლა, მაგრამ ჩვენ ამას არ დაუშვებთ"- აცხადებს ტელეგრამ არხზე გავრცელებულ მიმართვაში ჩეჩნეთის რესპუბლიკის ლიდერი რამზან კადიროვი.