
ოკუპანტები ხერსონის ოლქის ნაწილსაც ტოვებენ,– ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემა Unian გენშტაბზე დაყრდნობით წერს, რომ რუსებმა დატოვეს რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის ქალაქი სვატოვო ლუგანსკის ოლქში. მათივე ცნობით, ოკუპანტები ქალაქიდან გავიდნენ ოთხი სატვირთო მანქანით, 20 ჯავშანმანქანით და ადგილობრივი მოსახლეობის 20-ზე მეტი მანქანაც მოიპარეს.