უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში 7 ჰუმანიტარული დერეფანი გაიხსნება.
ამის შესახებ მან უკრაინის პრეზიდენტის აპარატის ტელეგრამის არხზე გამოქვეყნებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.
,,დღეის მდგომარეობით, შეთანხმებულია 7 ჰუმანიტარული დერეფანი“, - განაცხადა ვერეშჩუკმა.
მისი თქმით, დონეცკის ოლქში დერეფანი ქალაქ მარიუპოლიდან ქალაქ ზაპოროჟიემდე იქნება. კიევის ოლქში დერეფანი გაიხსნება სოფელ ბობრიკიდან ბროვარამდე.
ვერეშჩუკის განცხადებით, ჰუმანიტარული ტვირთი ქალაქ ხარკოვიდან ქალაქ ვოლჩანსკში და სოფლებში როგანსა და ნოვაია როგანში გაიგზავნება.
19 მარტის მონაცემებით, ჰუმანიტარული დერეფნების დახმარებით 190 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.