მარიუპოლის საქალაქო საბჭოს ცნობით, რუსეთის ძალებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც 400-მდე ადამიანი აფარებდა თავს. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, სკოლის შენობა განადგურებულია და ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.
საქალაქო საბჭოს ცნობით, შენობაში ქალები, ბავშვები და ხანდაზმულები იმყოფებოდნენ.
მსხვერპლისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.