უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართა. ზელენსკიმ ისრაელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა და დეპუტატებს ჰკითხა, თუ რატომ არ დაუწესა ქვეყანამ სანქციები რუსეთს.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ისრაელს მსოფლიოში საუკეთესო თავდაცვა აქვს და დასვა კითხვა თუ რატომ იკავებს ისრაელი თავს და არ უწევს დახმარებას უკრაინას ამ მიმართულებით.
"ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე?!
თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, გადაარჩინეთ უკრაინელების სიცოცხლე...არჩევანი თქვენი გასაკეთებელია ძმებო და დებო და თქვენ უნდა იცხოვროთ თქვენი პასუხით. ყველამ იცის, რომ შეგიძლიათ ფეხზე წამოდგეთ და დაიცვათ თქვენი ეროვნული ინტერესები და დაგვეხმარო დავიცვათ ჩვენი, უკრაინელებისა და უკრაინაში მცხოვრები ებრაელების სიცოცხლე. თქვენ შეგიძლიათ იყოთ შუამავალი ქვეყნებს შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოთ შუამავალი სიკეთესა და ბოროტებას შორის “,-თქვა ზელენსკიმ.
აღსანიშნავია, რომ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტში ისრაელის ყოფილი პრემიერის გოლდა მეიერის სიტყვები გაიმეორა.
"ჩვენ გვინდა, რომ ვიცოცხლოთ, მაგრამ ჩვენს მეზობლებს უნდათ, რომ გვნახონ მკვდარი. ჩვენ ვრჩებით, მზად ვართ კომპრომისისთვის",-თქვა ზელენსკიმ.