უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტისთვის მიმართვისას განაცხადა, რომ ისრაელს მოუწევს ცხოვრება თავის გადაწყვეტილებებთან ერთად და აღნიშნა, რომ ისრაელს თავისი მტრების მხრიდან მსგავსი საფრთხე ემუქრება რაც უკრაინას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, 24 თებერვალი – თარიღი, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ასევე არის გერმანიის ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტიის დაფუძნების თარიღი, რომელიც 1920 წელს შეიქმნა.
„ჩვენი ხალხი ახლა დახეტიალობს სამყაროში, ეძებს ადგილს, ისევე როგორც თქვენ ადრე… ეძებენ უსაფრთხოებას, ცდილობენ დარჩნენ ცოცხალი და მშვიდობიანად. ზუსტად ის, რასაც ეძებდით. რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ არის სამხედრო ოპერაცია, როგორც ეს მოსკოვშია წარმოდგენილი. ეს არის ყოვლისმომცველი ომი, არალეგიტიმური, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ქალაქების, ჩვენი კულტურისა და ჩვენი შვილების განადგურებას. ყველაფერი, რაც უკრაინელებს უკრაინელებად აქცევს. რუსები ნაცისტური პარტიის ტერმინოლოგიას იყენებენ, ყველაფრის დანგრევა უნდათ. ნაცისტებმა ამას უწოდეს „ებრაული საკითხის საბოლოო გადაწყვეტა“, ახლა კი მოსკოვში ამ სიტყვებს იყენებენ, „საბოლოო გადაწყვეტა“. მაგრამ ახლა ეს ჩვენსა და უკრაინის საკითხის წინააღმდეგაა მიმართული“, – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა დახმარებისთვის მიმართა ისრაელის კანონმდებლებს და გააკრიტიკა ისინი იმის გამო, რომ ვერ მოახერხეს მისი ქვეყნის შეიარაღება, უარი თქვეს დიდი რაოდენობით ლტოლვილების მიღებაზე და უარი თქვეს რუსეთისა და მისი ინტერესების წინააღმდეგ დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეერთებოდნენ.
„რა არის ეს? გულგრილობა? პოლიტიკური გათვლა? შუამავლობა მხარეების არჩევის გარეშე?ამ კითხვებზე პასუხის გაცემისთვის დაგტოვებთ, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გულგრილობა კლავს. გამოთვლები შეიძლება იყოს არასწორი. თქვენ შეგიძლიათ შუამავლობა ქვეყნებს შორის, მაგრამ არა სიკეთესა და ბოროტებას შორის“, – თქვა ზელენსკიმ.