jan-medi
ავერსი ალუტექ ჯორჯია
აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ მას არ აინტერესებს რას ფიქრობს ვლადიმერ პუტინი მის კომენტარზე, რომლის თანახმადაც, ის არ უნდა იყოს რუსეთში ხელისუფლებაში.
 
„არ მაინტერესებს რას ფიქრობს. ის მაინც გააკეთებს იმას, რაც აქვს ჩაფიქრებული“, - უპასუხა ბაიდენმა, ჟურნალისტს კითხვაზე – იყო თუ არა ის შეშფოთებული, როდესაც გაიგო, რომ პუტინმა მისი სიტყვები ესკალაციად მიიჩნია.
 
”მისი ბოლოდროინდელი ქცევის გათვალისწინებით, ხალხმა უნდა გაიგოს, რომ ის აპირებს გააკეთოს ის, რასაც ფიქრობს, წერტილი. მასზე სხვა არავინ იმოქმედებს, მათ შორის, სამწუხაროდ, ვერც მისი მრჩევლებიც. ვფიქრობ, უბრალოდ არ არის რაციონალური“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.
740