ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი მარიუპოლში ჩავიდა და მე-8 არმიის მეთაურს, გენერალ მორდვიჩევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული ტელეგრამ არხები, რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებენ.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რამზან კადიროვისთვის, რუსეთის გვარდიის გენერალ-ლეიტენანტის წოდების მინიჭების შესახებ.