
რუსეთმა შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში, უკრაინის სანაპიროსთან საკრუიზო რაკეტებით შეიარაღებული 20-მდე ხომალდი და წყალქვეშა ნავი განალაგა. ინფორმაციას საჰაერო ძალების სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.
მათი ცნობით, არსებობს ოკუპანტების მხრიდან თავდასხმის საფრთხე. გუშინ, 22:00 საათის შემდეგ, უკრაინის საჰაერო ძალებმა მოიგერია ზღვიდან მტრის სარაკეტო შეტევა ოდესის რაიონზე - ჩამოაგდეს პორტის მიმართულებით გასროლილი ორი რაკეტა.
"შავი ზღვის ოპერატიულ ზონაში მტრის დაახლოებით 20 ერთეული გემია, მათ შორის წყალქვეშა ნავები, რომლებიც აღჭურვილია ისეთი საკრუიზო რაკეტებით, როგორიცაა "კალიბრი". ისინი ქმნიან სარაკეტო დარტყმის საფრთხეს უკრაინის თითქმის მთელ ტერიტორიაზე", - ნათქვამია განცხადებაში.