
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ პრესკონფერენციაზე, რომელიც კიევის ერთ-ერთ მეტროსადგურში გამართა, ყურადრება საქართველოზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ უკრაინა დააბრუნებს ელჩს საქართველოში, როგორც კი მოისმენს რეალურ მხარდაჭერის სიტყვებს საქართველოს ხელისუფლებისგან.
"მოვისმინე ვერსიები, რომ საქართველოს ეკონომიკას უფრთხილდებიან, მაგრამ რა ეკონომიკა, რუსეთმა უკვე წაიღო თქვენი ტერიტორიის 20% და თითქმის თბილისამდე მოვიდნენ, ნუთუ ეს ამად ღირს? რაც შეეხება საქართველოს ევროპულ არჩევანს, ეს თვითონ ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ და უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს საქართველოს გადაწყვეტილებას. ჩვენ დავაბრუნებთ ელჩს საქართველოში, როგორც კი მოვისმენთ რეალური მხარდაჭერის სიტყვებს თქვენი ხელისუფლებისგან."- ამბობს ზელენსკი.