რუსეთში, ქალაქ ბრიანსკში ნავთობსაცავში ხანძარი გაჩნდა - ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო TASS-ი ავრცელებს.
"საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ დაადასტურა ხანძრის არსებობა. დადასტურებულია ისიც, რომ ცეცხლი საწვავის ავზებს უკიდია,"- აცხადებენ ბრიანსკის ოლქის ადგილობრივ მთავრობაში.
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო და სამაშველო ჯგუფები იმყოფებიან. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.