სურსათის ეროვნული სააგენტო და FAO [გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია] მოქალაქეებს აფრთხილებენ, არ შეიძინონ ხორცი ისეთ ადგილებში, სადაც მისი შენახვის პირობები დაცული არ არის.
პარლამენტში რიგგარეშე პლენარული სხდომა გაიხსნა. ამ წუთებში პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს.
„სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 43 ახალი შემთხვევა“, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
„ევროპის სახალხო პარტია“ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ოპოზიციის უფლებები არ შეზღუდოს და კონსტრუქციულ დიალოგის დაუბრუნდეს.
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, M1 კატეგორიის ტაქსის მძღოლებს გრიპის აცრა უფასოდ ჩაუტარდებათ.
“მოგეხსენებათ, ეს წელი იყო რთული წელი თითოეული ჩვენგანისთვის, პირველ რიგში რა თქმა უნდა ჩვენი მოქალაქეებისთვის, გლობალურმა პანდემიამ, ფაქტობრივად, გამოცდა მოუწყო სახელმწიფოს ყველა ინსტიტუტს და ცალკე აღებულ ჩვენს თითოეულ მოქალაქეს და ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტში, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრებთან შეხვედრისას განაცხადა.
ჩვენ საქართველოს ისტორიაში პირველად, პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება და 60 ოპოზიციური მანდატი მივიღეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე დიდ ქალაქებში - თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ზუგდიდში ფოთსა და თელავში საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადადგილების შეზღუდვა ძალაში რჩება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა სასტუმრო ინდუსტრიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ კიდევ ერთხელ გააცნო ის რეგულაციები, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით ახალი წლის ღამეს იმოქმედებს,- ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„რა პოლიტიკა გექნებათ, როდესაც დაიწყება პანდემიის უარყოფითი ეფექტების შესუსტება, ბიზნესების და კერძო სექტორის დარესტარტების კუთხით?“ - ამ კითხვით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატ ნათია თურნავას პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნინო წილოსანმა მიმართა.