ჩვენგან არავინ არ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომელიც ამ ქვეყანას დააყენებს საფრთხის წინაშე, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას უკრაინის მიმართ , - ამის შესახებ საქართველს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა.
იაპონია შეუერთდება რუსეთისთვის უკრაინაზე თავდასხმის გამო დაწესებულ სანქციებს, მათ შორის რუსეთის ცენტრალური ბანკის ტრანზაქციების შეზღუდვას.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დასავლეთის ქვეყნებს სიცრუის იმპერიას უწოდებს. მედიასთან შეხვედრაზე მან დაწესებულ სანქციებზე ისაუბრა.
საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირის გადაწყვეტილებით, უნდა დაიხუროს საჰაერო სივრცე რუსეთისთვის.
ევროკავშირი უკრაინისთვის იარაღის მიწოდებას იწყებს და რუსეთისთვის საჰაერო სივრცეს ხურავს.
„კრემლის იმედი, რომ ჩინეთი დაეხმარებოდა დასავლური ფინანსური იზოლაციის დაძლევაში, როგორც ჩანს, ფერფლად იქცა“ - ასე აღწერს გამოცემა „ბლუმბერგი“ ინფორმაციას, რომლის თანახმად ორი უმსხვილესი ჩინური ბანკი უარს ამბობს მომსახურება გაუწიოს კომპანიებს, რომლებიც რუსეთში ნედლეულის ყიდვას აპირებენ.
ევროკავშირმა რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები გაყინა. რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივები $643 მილიარდ დოლარს ითვლის - ყველა აქტივი გაყინულია.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სალომე ზურაბიშვილი უახლოეს დღეებში ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით მიიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
დიდი ალბათობით რუსეთს ჩახსნიან საერთაშორისო საგადახდო სისტემა SWIFT-იდან, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილის პრეზიდენტი გიროგი ქადაგიძე წერს.
ქართულმა სატვირთო ავიაკომპანია Easycharter-მა უკრაინაში ჰუმანიტარული ტვირთის ჩატანა უზრუნველყო. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, რეისი გუშინ ლვოვს აეროპორტში შესრულდა.