თურქეთთსა და საქართველოს შორის არსებულ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას მალე მომსახურებით ვაჭრობა დაემატება.
როგორც ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ამ საკითხზე მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ თურქეთის ვაჭრობის მინისტრის მოადგილესთან მუსტაფა ტუზჯუსთან შეხვედრაზე ისაუბრა.
„თურქეთი საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. ჩვენ შევთანხმდით, უახლოეს მომავალში შევძლებთ, ხელი მოვაწეროთ ცვლილებებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაში, რაც ორი ქვეყნის ბიზნესებს ერთმანეთის ბაზრებზე საკუთარი სერვისების გაყიდვას გაუმარტივებს. ეს გაზრდის ორმხრივ სავაჭრო ბრუნვას და თანაბრად მომგებიანი იქნება ორივე ქვეყნისათვის,“ - განაცხადა არველაძემ.
ეკონომიკის სამინისტროს ცნობითვე, გენადი არველაძე ჟენევაში ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის მე-12 მინისტერიალს ესწრება, რომლის ფარგლებშიც საქართველო ოფიციალურად უკვე მიუერთდა მოწინავე ეკონომიკის მქონე ქვეყნების მომსახურებით ვაჭრობის რეგულირების ინიციატივას.