სახელმწიფოს მხარდაჭერით განხორციელებული პროგრამების შესახებ ინფორმაცია დღეიდან ხელმისაწვდომია რუკაზე, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე www.programs.gov.ge.
პოლიტიკურმა პარტიებმა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს 2-აგვისტო 12 სექტემბრის პერიოდის დეკლარაციები წარუდგინეს.
შვიდი თვის ზრდა 12.2%-ია, 7%-ით მეტია, ვიდრე 2019 წლის იგივე პერიოდში - ანუ, ზრდა საკმაოდ მაღალია როგორც წინა წელთან, ასევე 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. ეს გვაძლევს საშუალებას, ვთქვათ, რომ შარშანდელი ჩავარდნა არა მხოლოდ სრულად განულებული იქნება, არამედ პოზიტიურ ტრაექტორიას ვუბრუნდებით,- ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს ეკონომიკური ზრდის პროგნოზებზე საუბრისას განუცხადა.
"12%-იანი ეკონომიკური ზრდა რეგიონში უპრეცედენტოა", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. ის საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებს გამოეხმაურა, რომლის თანახმად, აგვისტოში საქართველოს ეკონომიკა 10.3%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის 8 თვეში ჯამურად ეკონომიკურმა ზრდამ 12% შეადგინა.
ვაშინგტონში მდებარე მიშელინის ვარსკვლავის მქონე ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში „Maydan“ ქართული ღვინის დეგუსტაცია იმპორტიორების, ღვინის პროფესიონალების, მედიის, სარესტორნო და სავაჭრო ქსელების წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
წინასწარი შეფასებით, 2021 წლის აგვისტოში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 10.3 პროცენტი შეადგინა, ხოლო 2021 წლის პირველი რვა თვის საშუალო მაჩვენებელი 12.0 პროცენტია.
29 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში 200 ათასი ტონა ყურძენია გადამუშავებული, რაც ნიშნავს, რომ მოსავლის ძირითადი ნაწილი უკვე დაბინავებულია.
ის, რომ ეკონომიკა დუღს, შესაძლოა, უტრირებულად ვთქვი, თუმცა, ჰაერიდან არ მითქვამს ეს, - ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში განაცხადა.
ჩვენ მომსწრე ვართ ძალიან ამბიციური, ძალიან მასშტაბური მომავლის პროექტის - ეს არის „ამბასადორი ბათუმი აილენდი", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი გზა გაიხსნა. 51 კმ-იანი გზა, რომელიც უკვე დასრულებულია, დღეს პრემიერ-მინისტრმა, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრთან ერთად გახსნა.