ჩავედი ბრიუსელში და დამხვდა ის რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, რამდენიმე წუთის წინ საგანგებოდ ჩანიშნულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს ხელმძღვანელთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა საკმაოდ დამძიმებული სურათი. მოცემული სიტუაციიდან გამომდინარე, ვაპირებდი კიდევაც საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას. აქ არ დავწვრილმანდები პროცედურული საკითხებით. ამ შემთხვევაში წერილობით არც მოთხოვნა ყოფილა და არც პასუხი ეს მოხდა, ზეპირად, რამეთუ საჩქარო იყო. მაგრამ „ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები“-ს ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ მომენტში. ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე. გასული წლის 19 ივლისი, ბათუმის ასოცირებული ტრიოს დეკლარაცია, რომელსაც ჩვენი ინიციატივით მოეწერა ხელი იყო ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი. მაშინ ცხადი იყო, რომ საქართველოს ეჭირა მოწინავე პოზიცია. გაფუჭებული საქმე იმას ჰქვია, როცა ერთი წლის შემდეგ საქართველო მოწინავე ქვეყნიდან გადაინაცვლა ბოლო ადგილას. გაფუჭებული საქმე აშკარად გამოვლინდა სხვადასხვა კუთხით პირველი არის ევროპარლამენტის რეზოლუცია“ – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ჩამოთავალა, ყველა ის დეტალი რაც მისი აზრით, საქართველო–ევროკავშირის ურთიერთობებში უარყოფითად ისახება. მან ახსენა, "მთავარი არხის" დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავება და აღნიშნულს „უდროო , არა დროული“ უწოდა. ასევე შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადება, ევროკომისიის კრიტიკულ რეზოლუციაზე ნეგატიური და შეურაცხმყოფელი პასუხები მთავრობის წარმომადგენლებიდან.