საქართველოს პორტებში ტვირთები გაიზრდა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ნავსადგურები იანვარ-აპრილში 4 მლნ ტონა ტვირთს მოემსახურნენ. ზრდა წლიურ ჭრილში 0.5 მლნ ტონაა. გაზრდილია ტვირთბრუნვა როგორც ფოთის, ასევე ბათუმის პორტებში. ჯამში პორტებზე საქართველოს დერეფანში ტვირთბრუნვის 31.2% მოდის.
ტვირთბრუნვა საქართველოს პორტებში / 2022 წლის 4 თვე
• ფოთის პორტი - 2.4 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.2 მლნ ტონა
• ბათუმის პორტი - 1.6 მლნ ტონა, წლიურად ზრდა 0.3 მლნ ტონა
აღსანიშნავია, რომ გაზრდილია საკონტეინერო ტვირთბრუნვაც. გასულ წელთან შედარებით, ჯამში 6.5%-ით.
პორტების მიერ გადამუშავებული კონტეინერები / 2022 წლის 4 თვე
• ფოთის პორტი - 102 890 თEU (+ 4935 თEU)
• ბათუმის პორტი - 33 745 თEU ( + 3434 თEU)
• სულ - 136 635 თEU ( + 8370 თEU)