დიპლომატიური წარმომადგენლების მხრიდან იყო გარკვეული კომენტარები, რომ საქართველოს ბოლო 30 წლის განმავლობაში რთული არჩევნები ჰქონდა - არსებითად, ისინი ამბობენ: "მერე რა, კიდევ ერთი რომ იყოს?" - ამის შესახებ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა მიმართულებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილმა თანაშემწემ, დევიდ კრამერმა განაცხადა.
ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზაზე ჩინეთის მიმართულებით ტვირთის ტრანსპორტირება პირველად ხორციელდება.
დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 673 ახალი დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ბოლო 24 საათში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების დარღვევისთვის 855 პირი დააჯარიმეს. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.
ვთხოვ ჩვენს საეკლესიო წინამძღვრებს, ისევე როგორც მრევლს, რომ დაიცვან ყველა ის რეკომენდაცია, რომელსაც ვიძლევით. სასურველია, წირვის დროს მეტი ადამიანი იყოს გარეთ,- ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ბოლო ორი დღის განმავლობაში ცხელ ხაზზე არ შემოსულა დამატებითი მოთხოვნა ან პრეტენზია სასწრაფოს დაგვიანებასთან დაკავშირებით.
„გირჩის“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია და პარტიის ლიდერად რჩება.
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველო ლეტალობის მხრივ დაბალ მაჩვენებელზე რჩება. როგორც ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სიკვდილიანობის კოეფიციენტი ქვეყანაში 0.9%-ია.
ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 5 068 ახალი დადასტურებული შემთხვევა,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.
მთავრობიდან წასული ნათია მეზვრიშვილი პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ის საუბრობს სამომავლო გეგმებზე.