ევროკავშირმა ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის ექსპორტთან დაკავშირებით დროებით შეთანხმებას მოაწერა ხელი.
ღონისძიება კაიროში გაიმართა და ურთიერთგაგების მემორანდუმს ისრაელისა და ეგვიპტის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად, ევროკავშირის ენერგოკომისარმაც მოაწერა ხელი.
აღნიშნული შეთანხმებით, ისრაელიდან გაზი ეგვიპტის ქარხნებში გათხევადებისთვის გაიგზავნება, შემდეგ კი ევროპას მიეწოდება. ჩარჩო შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირი ასევე მოუწოდებს ევროპულ კომპანიებს, მონაწილეობა მიიღონ ისრაელსა და ეგვიპტეში კვლევით ტენდერებში.
„ეს ევროპისთვის ენერგომომარაგებაში დიდი წინგადადგმული ნაბიჯია, ისევე როგორც ეგვიპტისთვის, რათა ის რეგიონული ენერგეტიკული ცენტრი გახდეს“, – განაცხადა კაიროში ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი ბუნებრივი აირის 40%-ის იმპორტს გასულ წელს რუსეთიდან ახორციელებდა.