დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ და სტაციონარში მოთავსებულ ადამიანთა რაოდენობა 3 000-ს ჩამოსცდა.
„შემცირებულია ინციდენტობა 100 000 მოსახლეზე გადათვლით, შემცირებულია დადებითობის მაჩვენებელი, მაგრამ ის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდირებულ ზღვარს ჯერ არ ჩამოცილებულა. შემცირებულია რეპროდუქციის ინდექსი, რაც დამაიმედებელია. ასევე მცირდება მძიმე ინდიკატორი – სიკვდილიანობა. ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ, უნდა ველოდოთ, რომ მარტის განმავლობაში ეს ტენდენცია გაგრძელდება. მეექვსე ტალღა არ დამთავრებულა, პიკი გადავიარეთ უკვე. ეს ეტყობა სამედიცინო დაწესებულებებისადმი მიმართვიანობასაც. აქტიური შემთხვევები გვაქვს 54 000, პიკზე გვქონდა 200 000-ზე მეტი, მაგრამ რომ ვთქვათ, მეექვსე ტალღა დასრულდა, ამის უფლება არ გვაქვს. არ უნდა გავთამამდეთ, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.