უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ის არ იმალება, არავისი ეშინია, კიევში იმყოფება და დარჩება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება ომში გასამარჯვებლად.
„აი საღამოს კიევი, ჩვენი ოფისი. დღეს ჩვენი ბრძოლის, ჩვენი თავდაცვის მე-12 საღამოა. ჩვენ ყველანი ადგილზე ვართ, ყველა ვმუშაობთ. ყველა იქ არის, სადაც უნდა იყოს. მე კიევში ვარ, ჩემი გუნდი ჩემთანაა, არ ვიმალები, არავისი არ მეშინია. დავრჩები იმდენხანს, რამდენიც საჭირო იქნება ამ სამამულო ომში გასამარჯვებლად,“- განაცხადა ზელენსკიმ.