
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, სასაჩუქრე ვაუჩერს გადასცემენ. ვაუჩერის ღირებულება 25 ლარია და მისი გამოყენება ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების შესაძენად იქნება შესაძლებელი.

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული 50 626 ტესტით, კორონავირუსის 3 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა კიდევ 72 ადამიანი.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში უკვე მიიყვანეს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, „მწვანე პასპორტის“ შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ექსპერტთა ჯგუფი დასკვნას ხვალ დადებს. ამის შესახებ მან იმუნიზაციის საბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ თქვა.

"არავის თვითმიზანი არ არის რეგულაციებისა და შეზღუდვების არსებობა და შემოღება", - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.

განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, რომ სკოლების მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის 70% ვაქცინირებულია.

გუდაური-კობის მონაკვეთზე ტრაილერების მოძრაობა აკრძალულია. ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველო უახლოეს პერიოდში სპეციფიურ „პისიარ“ ტესტებს მიიღებს, რომელსაც კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ სადიაგნოსტიკოდ გამოიყენებენ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატებს მხარი დაუჭირა.

დღეიდან, ე.წ "მწვანე პასპორტი" ამოქმედა. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR- ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი.