მტერმა საკუთარი გეგმების განხორციელება ვერ შეძლო, ამიტომ მშვიდობიან მოსახლეობას ესვრის, – ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა პრეზიდენტის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დარნიცკის რაიონში ბლოკპოსტის გარღვევის მცდელობის დროს, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა და პოლიციის თანამშრომლებმა რუსი დივერსანტები გაანადგურეს.
ვიტალი კლიჩკო დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს და გარდაცლილებზე და დაშავებულებზე ინფორმაციას აწვდის
კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, დედაქალაქის მოსახლეობას მიმართავს და დაშავებულებსა და დაღუპულების შესახებ ინფორმაციას აწვდის.
უკრაინის პრეზიდენტმა მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა საქართველოსა და ჩეხეთს. მან ამის შესახებ "ტვიტერის" სოციალურ ქსელში დაწერა.
აფრიკაში, ქინძმარაულის ქუჩაზე, ძველი კულტურის სახლს ხანძარი გაუჩნდა.
გერმანია უკრაინას 1000 ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და 500 „სტინგერს“ უგზავნის. BBჩ-ის ცნობით, ინფორმაცია ამის შესახებ ოფიციალურმა ბერლინმა უკვე დაადასტურა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, უწყებამ უკრაინაში მყოფ შეიარაღებულ ძალებს უბრძანა, თავდასხმა ყველა მიმართულებით განაახლონ. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა გენერალ- მაიორმაიგორ კონაშენკოვმა განაცხადა.
ჩეჩენი ჯარისკაცები რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე უერთდებიან - ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის განცხადებით, მან უკრაინაში მებრძოლები გაგზავნა, რომლებიც რუსულ სამხედრო ძალებს შეუერთდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მიმდინარე მოვლენების გამო, საქართველოს ყველა მართლმადიდებელ ეკლესიაში, დღეს ღამე მშვიდობის პარაკლისი აღევლინება.
უკრაინაში მყოფ ჩვენს სამხედროებს არც ნაკაწრი აქვთ და სურდოც კი არ დამართნიათ. ამის შესახებ ვიდეომიმართვაში ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა განაცხადა. მისი თქმით, ზოგიერთ სტრუქტურას უკრაინაში ახალი ჩეჩნური ომის გაჩაღება სურთ.