უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის განცხადებით უკრაინის დედაქალაქში რუსეთის დივერსიული ჯგუფები შევიდნენ.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის დადგენილება ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა.
უკრაინამ "ჰოსტომელის" აეროპორტზე კონტროლი დაიბრუნა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის რადაზე დაყრდნობით ვრცელდება.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის განცხადებით, აშშ დაიცავს NATO-ს თითოეულ სანტიმეტრს, მაგრამ არ განალაგებს სამხედრო ძალას უკრაინაში. ამის შესახებ ჯო ბაიდენმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მისი თქმით, აშშ-ის სამხედრო ძალები არ არიან და არ იქნებიან ჩართული უკრაინაში რუსეთთან კონფლიქტში.
უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა დაადასტურა ინფორმაცია ოკუპანტების მიერ ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის დაკავების შესახებ.