რადაში უკრაინის მმართველი პარტიის, „ხალხის მსახურის“ ფრაქციის ლიდერი დავით არახამია ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს და ბოლომდე იბრძოლებს რუსეთის შესაჩერებლად.
ამის შესახებ არახამიამ FOX NEWS-თან ინტერვიუს დროს განაცხადა.
ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე – თუ როგორი შეგრძნებაა რუსეთთან ერთად მოლაპარაკებების მაგიდასთან ჯდომა, როდესაც მისი ორივე სამშობლო რუსეთის მიერაა ოკუპირებული?
"სიგიჟეა, 12 წლის ვიყავი, როცა ჩემი ქვეყნის დატოვება და გაქცევა მომიწია, მხოლოდ იმიტომ, რომ რუსი ჯარისკაცები შემოიჭრნენ ჩემს ქვეყანაში. აქ გადმოვედი, გავიზარდე, ავაშენე საკუთარი ბიზნესი, ოჯახი შევქმენი და შვილები უკრაინაში გამიჩნდა. უკრაინაში ძლიერი ვიყავი, და შემდეგ იგივე ხდება აქ, იგივე ხალხი. ჩემთვის ეს ძალიან პირადულია. 12 წლის ვერ ვიბრძოლებდი და ახლა - 42 წლის აუცილებლად ვიბრძოლებ და ყველაფერს გავაკეთებ მათ შესაჩერებლად" – განაცხადა არახამიამ.