უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ უკრაინა თანახმაა რუსეთს ბელარუსის საზღვართან ახლოს შეხვდეს და ესაუბროს.
რუსეთის პრეზიდენტი სამხედრო მაღალჩინოსნებს შეხვდა და უბრძანა, რუსული ჯარი სამხედრო მორიგეობის სპეციალურ რეჟიმზე გადავიდეს.
უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკის თქმით, წუხელ უკრაინაში მძიმე ღამე იყო. ეს იყო შურისძიება იმ ხალხისადმი, რომლებიც საკუთარი სახელმწიფოს დასაცავად ფეხზე დადგნენ.
უკრაინული მხარის უახლესი ცნობის თანახმად, ომის პირველი სამი დღის განმავლობაში გაანადგურეს მოწინააღმდეგის:
ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ დასავლეთი, სანქციების გამოყენებით, რუსეთის ფედერაციას მესამე მსოფლიო ომისკენ უბიძგებს.
კიევი აცხადებს, რომ აყალიბებს "საერთაშორისო" ლეგიონს უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ მოხალისეობა უკრაინის მხარდასაჭერად.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დღეს 27 თებერვალს ბელარუს ხალხს მიმართა და განაცხადა, რომ რუსეთთან მოლაპარაკებებს იმ ქვეყანაში, საიდანაც უკარაინას რაკეტებს უშენენ, არ გამართავს.
კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა ბელარუსში. პესკოვის სიტყვებს რუსული სამთავრობო RIA ავრცელებს.
უკრაინის საჰაერო ძალებმა რამდენიმე წუთის წინ ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ კიევი, ჩერნიგოვი, მარიუპოლი და ხარკოვი მთლიანად უკრაინის კონტროლის ქვეშაა.